"ევროპული საქართველო" "საქსტატის" მიერ საქართველოს დემოგრაფიულ მაჩვენებლთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დაბერება დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების ერთადერთ ახსნად არ გამოდგება.ცნობისთვის, 2017 წელს საქართველოში ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლების ამსახველ ბიულეტენში დაფიქსირდა.