02:42
21 ოქტომბერი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბოლო წლების განმავლობაში პირველად Nokia ახალ სმარტფონებს და პლანშეტს გამოსცემს
24-09-2021

კომპანია HMD Global-ი, რომელიც დაკავებულია Nokia-ს ბრენდის ქვეშ წარმოებული Android-სმარტფონების მარკეტინგით, ადასტურებს ბრენდის ახალი მოწყობილობების გამოსვლის თარიღს. მათი ინფორმაციით, ახალი მოწყობილობების პრეზენტაცია 6 ოქტომბერს გაიმართება.

 მოსალოდნელია, რომ 2014 წლის შემდეგ პირველი Nokia-ს პლანშეტი გამოვა სახელით Nokia T20. ის უნდა გახდეს ძალიან ხელმისაწვდომი, შესაბამისად, მისგან ძლიერ ტექნიკურ მახასიათებლებს არ უნდა ველოდოთ. მაღალი ალბათობით ის კონკურენციას გაუწევს საბაზისო iPad-ს და სხვა იაფიან მოწყობილობებს.

თუმცა, ამავე ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება არა მხოლოდ პლანშეტი. ეს იქნება საშუალო კლასის ტელეფონი Nokia G50 5G. არის მოლოდინი, რომ აქვე დაანონსებენ ახალ მოდელებს G300 და X100.

რაც შეეხება ტოპ-მოწყობილობების მოყვარეულებს, მათ ელოდებათ Nokia 9 PureView-ს მემკვიდრის ანონსი, რომელზეც დიდი ხანია არაფერი ისმის.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები