ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-დან 100-ზე მეტი კუბელი მიგრანტის დეპორტაცია განხორციელდა. თეთრმა სახლმა სხვა ქვეყნის გაძევებული მოქალაქეებისთვის ცალკე ტრანსპორტი დააწესა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში არ ხდებოდა. ბარაკ ობამამ პრეზიდწენტობის ბოლო პერიოდში კუბელებისთვის სპეციალური მიგრაციული რეჟიმი გააუქმა, რომლის მიხედვით მათ აშშ-ის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე განუსაზღვრელივადით ყოფნა შეეძლოთ.