2020 წლის 1 -ელი აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში, ექსპორტზე 3 ათას 5 ტონა ვაშლი გავიდა, რომლის ღირებულებამაც მილიონ 300 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა თითქმის 8-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება მილიონ 100 ათასი დოლარით არის გაზრდილი.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში. ამასთან, ვაშლი გავიდა ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.