ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი - Palitra News

ბოლო მონაცემებით, ე.წ. ღორის გრიპით 22 ადამიანია გარდაცვლილი

2019-02-13 13:15:30+04:00

ბოლო მონაცემებით, გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-ს შეადგენს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს. მათივე მონაცემებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 186-ს შეადგენს რაც ადასტურებს გრიპის გავრცელების შემცირებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასევე მცირდება რესპირატორული დაავადებებით ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც.