ცნობილი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია "აუტონომი", რომელის საქმიანობის მთავარი თემა სწორედ მუშაობა და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკაა, ბოლო კვლევის შემდეგ მივიდა დასკვნამდე, რომ სამუშაო კვირის შემცირება ეკონომიკას წაახალისებს.კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს პირდაპირი კავშირი ხანგრძლივ სამუშაო საათებსა და პროდუქტიულობას შორის. ანალიტიკური ჯგუფი ბრიტანეთის მთავრობას ურჩევს, შეამციროს სამუშაო კვირა, რაც ეკონომიკასაც წაახალისებს და გარემოში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვსაც შეამცირებს.„აუტონომიმ“ მთელი რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციით, კომპანია საჯარო სექტორს ურჩევს, გამოიჩინოს ინიციატივა და სამუშაო კვირა შეამციროს, ხოლო ხელფასების მოცულობა იგივე დატოვოს. ანალიტიკური კომპანია ბრიტანეთში შრომის სამინისტროს შექმნის ინიციატივითაც გამოდის, რომელმაც 2025 წლამდე ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების პროექტის განხორციელებას უნდა ადევნოს თვალყური.