ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საწვავის ფასების შემცირების ტენდენცია შეინიშნება. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი 3-5 თეთრით გაიაფდა. ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა და იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, საწვავზე ფასების კლების ძირითადი მიზეზი ლარის კურსის გამყარებაა. აღსანიშნავია, რომ ბენზინისა და დიზელის გაიაფება ჯერ კიდევ გასულ თვეში დაიწყო.