2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მოქალაქეებმა უცხოეთში საბანკო ბარათებით მილიარდ 670 მილიონ 607 ათასი ლარი დახარჯეს, რაც 33,6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ამ დანახარჯმა მილიარდ 249 მილიონ 674 ათასი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება კონკრეტულად 2019 წლის სექტემბერს, გასულ თვეში ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში 219 მილიონ 480 ათასი ლარი გაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 67 მილიონ 300 ათასი ლარით მეტია. კერძოდ, 2018 წლის სექტემბერში რეზიდენტების მიერ საზღვარგარეთ დახარჯული თანხის მოცულობამ 152 მილიონ 89 ათასი ლარი შეადგინა. მთლიანად 2018 წელს კი ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში მილიარდ 757 მილიონი ლარის ოპერაციები განხორციელდა.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, სექტემბერში რეზიდენტი ბანკების ბარათებით, ბანკომატით 48 მილიონ 800 ათასი ლარის ექვივალენტია განაღდებული, პოსტ ტერმინალებით იმპრინტერით და ინტერნეტით კი 170 მილიონ 600 ათასი ლარის ოპერაციაა შესრულებული.