04:43
26 ივნისი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ბოლო 8 თვეში საქართველოში 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989
11-10-2018

2018 წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით, დაშავებულების კი 8%-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-აგვისტოს საგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, 8 თვეში საქართველოს მასშტაბით 4 196 საგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2017 წელთან შედარებით, წლევანდელი წლის 8 თვის მონაცემებით, დაღუპულ პირთა რაოდენობა 8%-ით შემცირდა, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 26 პირით ნაკლები დაიღუპა. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4 %-ით, დაშავებულობა კი 2%-ით გაიზარდა.

AutoPlay
პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია დასრულდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
"ყველა ვხსნით ტელეფონს, ვისაც გინდათ თქვენი ხმა გაიგოს" - აქციაზე გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი გამოაცხადეს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ამაღელვებელი წუთები აქციაზე: როცა სცენაზე სოფო ბათილაშვილი "ჰერიო ბიჭებოს" მღეროდა, მსმენელში სრულმა სიჩუმემ დაისადგურა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
მცირე ინციდენტი აქციაზე
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"პოლიციას ვთხოვ ჩაერიოს" - აქციაზე ინციდენტი მოხდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
"ცოტა იუმორით რომ მოგმართოთ, კობახიძე - "ეტა რაზ", გახარია - "ეტა დვა"! - მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის სრული ვიდეო
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები