საქართველოს რეფორმების ასოციაცია - გრასი 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ, 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშს ეხმიანება. ორგანიზაციის განმარტებით, წელს პირველი შემთხვევაა როცა აღნშნულ ინდექსში საქართველო წინსვლის ნაცვლად, ჩამოქვეითდა. ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. გასული 2016-2017 წლების ანგარიშის მიხედვით კი ქვეყანა 59-ე პოზიციაზე იყო.