ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მესამედ, ვენა, ექონომისთ ინთელიჯენს იუნითის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად სახელდება. გამოცემის ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქმა ეს ტიტული სტაბილური პირობების, კარგი ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის სისტემისა და კულტურისა და გართობის სფეროში მრავალფეროვანი შესაძლებლობების გამო მიიღო. რეიტინგის ათეულში, ასევე სახელდება დასავლეთ ევროპის ქალაქები. მეორე პოზიციას, კოპენჰაგენი იკავებს, სამეულს კი ციურიხი ასრულებს. ლიდერი პოზიციები ძირითადად იმ ქალაქებმა გადაინაწილეს, სადაც ცხოვრება პანდემიის შემდეგ შეძლებისდაგვარად ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა და მოახერხეს შეზღუდვების მაქსიმალურად შემსუბუქება. გასათვალისწინებელია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, წელს რეიტინგის ავტორებმა კიევი სიაში არ შეიყვანეს. რაც შეეხება რუსეთს, მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი რეიტინგში 15 და 13 ადგილით ჩამოქვეითდნენ. ექსპერტები მათი პოზიციების კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ.