20:46
21 ნოემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ბოლო 4 წელში რკინიგზას ტვირთვის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი პირველად გაეზარდა - Galt&Taggart
14-10-2019

Galt & Taggart-ის კვლევის თანახმად, საქართველოს რკინიგზისთვის ტვირთვის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა. ცნობისთვის, ორგანიზაციამ მონაცემები 2019 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, რკინიგზას ტვირთის ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავალი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54 მილიონ 100 ათას დოლარამდე გაეზარდა და 2019 წლის პირველ ნახევარში მთლიანი შემოსავლის ზრდაზე უზარმაზარი პოზიტიური ზეგავლენა იქონია. ტვირთის ზედამხედველობით მიღებული შემოსავალი კი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11 მილიონ 100 ათას  დოლარამდე გაიზარდა, ხოლო ლოგისტიკის სერვისიდან მიღებული შემოსავალი წინა წლის - 8 მილიონ 500 ათას დოლარამდე შემცირდა.

ამასთან, როგორც კვლევაში აღნიშნულია, მგზავრებისგან მიღებული შემოსავალი, რომელიც ძირითადად, ლარშია, ზრდას განაგრძობდა. კერძოდ,  მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 9.2%-ით გაიზარდა და 4 მილიონ 200 ათასი დოლარი შეადგინა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები