სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 230 ათასი ლარი მიიღო. მათ შორის პარტიას ყველაზე მეტი 50 ათასი ლარი ლევან ჭიკაძემ შესწირა.
სამი თვეში შემოწირულობების ოდენობით „ქართულ ოცნებას“ პარტია „საქართველოსთვის“ მოსდევს. მას ჯამში, 219 516 ლარი 48 შემომწირველმა გადაურიცხა.აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთ პარტიას, „ლელო საქართველოსთვის“ მაისიდან ივლისის ჩათვლით თანხა ორმა შემომწირველმა ჩაურიცხა. მათ შორის, ერთმა ნიკა ხაზარაძემ ტრანზაქცია 4-ჯერ განახორციელა. ჯამში, სამი თვის განმავლობაში პარტიამ შემოწირულობის სახით კი 33 030 ლარი მიიღო.
რაც შეეხება „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობას“, პარტიამ მაისიდან დღემდე, შემოწირულობის სახით 26 660 ლარი მიიღო. მათ შორის, პარტიას ყველაზე მეტი 17 ათასი ლარი ბესარიონ ქამადაძემ შესწირა.
რაც შეეხება კიდევ ორ საპარლამენტო ძალას, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „მოქალაქეებს“, არც გიორგი ვაშაძის და არც ალეკო ელისაშვილის პარტიას აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს შემოწირულობა არ უფიქსირდება.