ბოლო 24 საათში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსით 10 000 ადამიანი დაინფიცირდა, რის შედეგადაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 216 000-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 192 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 3 470-ს მიაღწია. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმართელებულთა რაოდენობა 102 000-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ აფრიკის კონტინენტზე კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, ნიგერიასა და განაში ფიქსირდება.