ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათში გაკეთდა 40 435 ტესტი და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 7.94% შეადგინა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 017 პირი გამოჯანმრთელდა. 24 საათში გარდაიცვალა 81 პაციენტი და ჯამში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 7 563 შეადგინა.