ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 253 816 შეადგინა.ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 311 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 243 396 -მდე გაიზარდა.ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 16 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 323 პირი ემსხვერპლა.