ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 241 637 შეადგინა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 933 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227 208-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ახალი პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2820 პირი ემსხვერპლა.