ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია. როგორც ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, 19-დან 17 პირი ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. მისივე განმარტებით, მოძიებულია დანარჩენი ორის ინფიცირების წყაროც.