ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლეტალურად დასრულდა კორონავირუსის 15 შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 253-მდე გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გარდაცვლილი 15 პაციენტიდან, 4 თბილისში დაიღუპა, იმერეთში 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 7.
პაციენტებიდან ამ დროისთვის მძიმეა 521 პირის მდგომარეობა და მატან 120 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული.