ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 300-მდე პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 535 შეადგინა.
ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.