ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 247 პირი იმყოფება. პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 472 შეადგინა. ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.