ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 146 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საინფორმაციო სააგენტო RES-ის ცნობით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 398 ტესტი ჩატარდა. ამ დროისთვის ექიმების დაკვირვების ქვეშ 1 022 პირი იმყოფება.
პანდემიის დაწყების დღიდან ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 11 422 შეადგინა, 10 400 პირი კი გამოჯანმრთელდა.
“სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ვირუსით გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს