ბოლო 2 დღის განმავლობაში აფრიკის ქვეყნებიდან კანარის კუნძულებზე 1 600-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა. ამ ინფორმაციას ესპანეთის გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, მიგრანტებმა კუნძულზე მოხვედრა 20-მდე გასაბერი ნავის მეშვებით სცხადეს და დამხარების აღმოჩენის გარეშე ზღვაში დაღუპვა ემუქრებოდათ. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კანარის კუნძულებზე აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული მიგრანტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, წელს კუნძულებზე 11 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, მაშინ, როდესაც გასულ წელს მათი რიცხვი 2 500-ს არ აღემატებოდა. კანარის კუნძულები ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის.