ბოლო 10 წელიწადში მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა გაორმაგდა. Oxfam International-მა ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი 26 მილიარდერი იმდენივე ქონებას ფლობს, რასაც პლანეტის ღარიბის მოსახლეობის ნახევარი, ანუ 3.8 მილიარდი ადამიანი. კვლევის მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით 2 200-ზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველწლიურად ჯანდაცვის არ ქონის გამო 10 ათასი ადამიანი იღუპება. ხოლო 262 მილიონი ბავშვი სკოლაში მხოლოდ იმის გამო არ დადის, რომ მშობლებმა მისთვის უნიფორმისა და სახელმძღვანელოების შეძენა ვერ შეძლეს.