თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საავადმყოფოს კოვიდინფიცირებული 28 პაციენტი ჰყავს, რაც ბოლო 2 თვეში ყველაზე ნაკლები რაოდენობაა.
რატიანის ვარაუდით, კლინიკაში საგანგებო რეჟიმი მალე მოიხსნება და საავადმყოფო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.