ბოლნისში, სოფელ ნახიდურში ადგილობრივმა ვეტერანებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გამართეს. მათ გუშინ „ჩაიხანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულ პარტიის მხარდამჭერებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მოსახლეობას „ზღაპრებს უყვება“ და აცხადებს, რომ თითქოს მათი მხარდამჭერები სცემეს.
ადგილობრივი ყვება რომ მას თავს დაესხა 50 ადამიანი და შემდეგ აღნიშნული ადამიანთა ჯგუფი მოსახლეობას დაუპირისპირდა.