ბოლნისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც „პალიტრანიუსს“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა, დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირიცაა.
სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებითვე, აღნიშნულ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს. ამასთან, მისი თქმით, ბოლო 24 საათში 15 დადასტურებული ფაქტიდან რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოჯახის წევრებს.
გუბერნატორის ინფორმაციით, კოვიდის ვირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც ინფექცია 10 დღის წინ ჩატარებული ტესტირებით არ ჰქონდა.