ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან დედა-შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 19 წლის გოგო ფეხმძიმედაა. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.საერთო ჯამში, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია მოთავსებული.