ბოლნისში გარემოს მძიმე ლითონებით დაბინძურების ხარისხი გაზრდილია. არსებული მდგომარეობა სერგო რატიანმა საყდრისის კომიტეტის წევრთან ერთად მოინახულა. რატიანის განცხადებით ეს მდგომარეობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვნად აისახება. კომპანია RMG GOLD საყდრისის საწარმოო მოედნების გაფართოებას ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეც გეგმავს, ევროპული საქართველოს წევრის განცხადებით , ეს კიდევ უფრო დაამძიმებს იქ არსებულ მდგომარეობას.