ქვემო ქართლის რეგიონში საკარანტინე შეზღუდვები ამ ეტაპზე სოფელ მუშევანში, გეტაში და თეთრიწყაროში დარჩება, თუმცა თეთრიწყაროში შესაძლოა საკარანტინე რეგულაციები უახლოეს პერიოდშიც მოიხსნას, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე განცხადებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები 14 სოფელსა და თამარისის თემში უკვე მოხსნილია.