ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია და კონტაქტებიც მოძიებულია. მისივე განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი 131 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ამ ეტაპზე 81 პირის პასუხებია ცნობილი.
15 ახალი შემთხვევიდან 8 პირი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტას, 7 კი სოფელ მუშევანის მკვიდრია.