ბოლნისის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში "კორონა ვირუსისთვის" დამახასიათებელი სიმპტომების მქონე არც ერთი პაციენტი არ ყავთ, თუმცა სტაციონარი საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვეულებრივ ფუნქციონირებს.
კლინიკის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სხვა დაავადებების მქონე პაციენტების მიმართვიანობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და პაციენტების მომსახურების პროცესში შეფერხებები არ არის.