ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება - გუბერნატორი - Palitra News

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება - გუბერნატორი

2020-04-17 15:30:04+04:00

ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი ჩაიკეტება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. როგორც სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, ბოლნისისა და რაჭისუბნის ჩაკეტვის პროცესი უკვე დაწყებულია. შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ბოლნისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი სასულიერო პირიცაა. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებითვე, აღნიშნულ პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს. ამასთან, მისი თქმით, ბოლო 24 საათში 15 დადასტურებული ფაქტიდან რამდენიმე შემთხვევა უკავშირდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოჯახის წევრებს. გუბერნატორის ინფორმაციით, კოვიდის ვირუსი დაუდასტურდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც ინფექცია 10 დღის წინ ჩატარებული ტესტირებით არ ჰქონდა.