ბოლივიის სამზარეულო ესპანური სამზარეულოსა და აბორიგენი მოსახლეობის, აიმარების ტრადიციების ნაზავია. ასევე მოგვიანებით მასზე ზეგავლენა გერმანელმა, იტალიელმა, ფრანგმა და არაბმა ემიგრანტებაც მოახდინეს. ბოლივიური სამზარეულოს ტრადიციულ ძირითად საკვებს სიმინდი, კარტოფილი, კინოა და ლობიო განეკუთვნება. ეს ინგრედიენტები ესპანელების მიერ ჩამოტანილ საკვებთან იქნა შერეული, როგორებიცაა ბრინჯი, ხორბალი და ხორცი .