ბოლივიის ყოფილმა პრეზიდენტმა ევო მორალესმა ქვეტანა დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფერი მისცეს,- ამის შესახებ მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარსელო ებრადრმა განაცხადა. მისივე თქმით, ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო და მექსიკის ხელისუფლებამ მისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
გამგზავრებამდე მორალესმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ მისთვის ეს ურთულესი და მტკივნეული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მალე უკან უფრო "ძლიერი და ენერგიული" დაბრუნდება.
შეგახსენებთ, ბოლივიაში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიამ ევო მორალესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. მორალესმა ორი დღის წინ ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადააწყვეტილება მიიღო, მოგვიანებით კი თანამდებობიდან გადადგა.