ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ტყებში ხანძრის ჩაქრობის პროცესში თავადაც ჩაერთო. ცეცხლი ტროპიკულ ტყეებს პარაგვაის და ბრაზილიის სასაზღვრო რგიონში უკიდია.
ბოლივიაში სულ მცირე 1 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია ხანძრმა უკვე გაანადგურა. ბოლივიის ტყეებში ხანძარს 2000 მეხანძრე ებრძვის. გარდა ამისა, ბოლივიის მთავრობამ აშშ-სგან სახანძრო თვითმფრინავი "სუპერტანკერი" მიიღო. მიუხედავად ხანძრის ჩაქრობის აქტიური პროცესისა, ტყის ხანძრების გავრცელების არეალი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში გაორმაგდა.