ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ოპოზიციას სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს და მომხრეებს "დემოკრატიის დაცვისკენ" მოუწოდებს.
"მინდა ბოლოვიელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს წინაშე განვაცხადო, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას. მემარჯვენეებმა სახელმწიფო გადატრიალების გეგმა საერთაშორისო მხარდაჭერით მოამზადეს", - განაცხადა მორალესმა.
ბოლივიაში კვირას ჩატაებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. ხმების 97.5%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის საარჩევნოა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის ლიდერმა ევო მორალესმა გაიმარჯვა, რომელიც ბოლივიას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავს.
მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე საარჩევნო ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის რამდენიმე შეტაკებაც მოხდა.