ბოლივიაში საკვების და საწვავის დეფიციტი შეიქმნა. ამის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე არეულობაა. დედაქალაქ ლა-პასის ქუჩებში გრძელი რიგებია, მოსახლეობა ცდილობს საკვების ყიდვას. საჭმლის დეფიციტი ლა პასამდე მისასვლელი მაგისტრალების გადაკეტვამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, მოსახლეობამ დაახლოებით ერთი თვის წინ საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნებში ევო მორალესის გამარჯვებულად გამოცხადების გამო დაიწყო. მოგვიანებით მორალესი გადადგა და მექსიკაში გაიქცა. თუმცა, არეულობა მაინც გაგრძელდა. ქვეყნის პარლამენტს ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.