ბოლივიის აღმოსავლეთ ნაწილში, სანტა-კრუზის დეპარტამენტში ხანძრის შედეგად 500 000 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. ამის შესახსებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ხანძრის გაჩენის მიზეზად ძლიერი სიცხეები სახლედება. მეზობელ დეპარტამენტებში ხანძრის გავრცელების საფრთხე საკმაოდ დიდა, რის გამოც რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. გარემოს დამცველი ორგანიზაციების ინფირნაციით, ხანძარმა ბოლივიაში ფაუნის 500-მდე სახეობა დააზარალა. ბოლივიის პრეზიდენტის, ევო მორალესის განცხადებით ხანძრის ჩასაქრობად ისინი ყველაფერს აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლივიის მოზობელ ქვეყანა ბრაზილიაში რამდნიმედღიანი ხანძრის შედეგად ამაზონის ჯუნგლების ათასობით ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა.