"უოლ სტრიტ ჟურნალის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბოინგ 737 მაქსის" სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. ეს ყველაფერი კი დიდი ალბათობით, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლო ხუთ თვეში ამ ლაინერის ორ ფატალურ ინციდენტს, რომლებსაც ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
გამოცემის ინფორმაციით, შეერთებული შტატების ტრანსპორტის დეპარტამენტი იმ სერტიფიკატებსა და მათი გაცემის პროცედურებს იკვლევს, რომლითაც ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ, "ბოინგ 737 მაქსზე" ფრენის სერტიფიკატი გასცა. კერძოდ, კითხვის ნიშნები გათიშვის საწინააღმდეგო სისტემის გამართულ მუშაობას უკავშირდება.