ვიდეომ Queen-ის ლეგენდარულ ჰიტზე „ბოჰემური რაფსოდია“ Bohemian Rhapsody "იუთუბის" არხზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა და ამით ყველაზე ძველი კლიპი გახდა მუსიკის ისტორიაში, რომელმაც რეკორდი მოხსნა. ეს გახლავთ პირველი ვიდეო, რომელიც 90-იან წლებამდე გამოვიდა და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.