ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანია Boeing-მა პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 737-ის ხაზის სამგზავრო ავიალაინერზე არცერთი შეკვეთა არ მიიღო. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მარტში კომპანიამ დამკვეთებს მხოლოდ 11 თვითმფრინავი 737 MAX მიაწოდა, რაც ორჯერ ნაკლებია წინა თვეებისგან განსხვავებით. თებერვალში კომპანიამ 27, ხოლო იანვარში - 24 მსგავსი მოდელი გაყიდა. მარტში კი კომპანიამ მხოლოდ სამი შეკვეთა მიიღო 737-ის ბიზნეს-ჯეტზე და არცერთი კომერციული დანიშნულების სამგზავრო თვითმფრინავზე. შეგახსენებთ, კომპანიის პრობლემები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით 10 მარტს ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფას მოჰყვა. ამავე ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ექვსი თვის წინაც განიცადა. შედეგად კი საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ბოინგისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ნაწილმა კი მისი მოხმარება შეაჩერა.