კომპანია Boeing-მა მისი ახალი ლაინერის პრეზენტაცია გამართა, რომელიც, როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, ყველაზე გრძელი სამგზავრო ლაინერია მსოფლიოში. ამ თვითმფრინავს Boeing 777X ეწოდება. CNN-ის ინფორმაციით, პირველი Boeing 777X კომპანიის თანამშრომლებს 13 მარტს კომპანიის ქარხანაში წარუდგინეს. ავიამწარმოებლის განცხადებით, თვითმფრინავის სიგრძე 77 მეტრი, ფრთების გაშლის სიგრძე კი 72 მეტრია. თან პირველად ხდება, რომ კომპანიამ სამგზავრო ლაინერში გამოიყენა კეცვადი ფრთების ტექნოლოგია, რომელიც აქამდე მხოლოდ სამხედრო ავიაციაში გამოიყენებოდა.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ლაინერის საწვავის მოხმარების ხარჯი 10-12%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე მის კონკურენტებში. ლაინერის პირველი გაფრენა უახლოეს მომავალში მოხდება, ხოლო დამკვეთებისადმი მიწოდება 2020 წლიდან დაიწყება.