ამერიკული კომპანიის, Boeing-ის თვითმფრინავების ბაზარზე მიწოდება შემცირდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში წარმოებამ 38%-ით დაიკლო. ამასთან, კომპანიამ ივლისში ბაზარს მხოლოდ 19 თვითმფრინავი მიაწოდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია რომ 7 თვეში კომპანიამ ბაზარს ჯამში 258 თვითმფრინავი მიაწოდა. ეს მაშინ, როდესაც 2018 წლის იანვარ-ივლისში მათი რაოდენობა 417 ერთეულს შეადგენდა. გარდა ამისა, ივლისი უკვე მეხუთე თვეა, რა პერიოდშიც Boeing-ს 737 MAX -ის თვითმფრინავებზე არცერთი ახალი შეკვეთა არ მიუღია.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მარტში ეთიოპიის ავიახაზებზე ბოინგ 737 MAX-მა კატასტროფა განიცადა, რა დროსაც 157 ადამიანი დაიღუპა. მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში კი ასევე ფატალურად დასრულდა 737 MAX-ის ფრენა ინდონეზიაში, სადაც 189 ადამიანი დაიღუპა.