"Boeing-ი 737 Max-ის მოდელის თვითმფრინავების კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის", - ამის შესახებ CNN წერს.
კომპანიის განცხადებით, თანხას არაკომერციულ ორგანიზაციებსა და იმ ჯგუფებს გადასცემენ, რომლებიც მას 346 გარდაცვლილის ნათესავს გადაუნაწილებენ. თანხას გამოიყენებენ განათლების მხარდასაჭერად, მათ შორის, კოლეჯის გადასახადისა და სხვა სასკოლო ხარჯებისთვის, რომელთა დაფარვაც მსხვერპლთა შვილებს მოუწევთ. Boeing 737 Max-ის თვითმფრინავებმა ავიაკატასტროფა 2018 და 2019 წელს განიცადეს.
2018 წლის ბოლოს, თვითფრინავი, რომელიც ჩამოვარდა, "ინდონეზიის ავიახაზებს" ეკუთვნოდა, 2019 წელს ჩამოვარდნილი ბოინგი კი "ეთიოპიის ავიახაზებს".