Boeing 737 MAX-ის ფრენების განახლებამ 2020 წლამდე გადაიწია. ამის შესახებ The New York Times-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
როგორც გაზეთი წერს, აკრძალვა ფრენებზე 2020 წლის დასაწყისშიც გახანგრძლივდება, იმ მიზეზით, რომ საჭიროა Boeing-მა ჩაატაროს საცდელი ფრენების მთელი სერია, რის საფუძველზეც უნდა დართონ ნება ფრენების განახლებაზე.
როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წელს ორმა ხომალდმა განიცადა ავიაკატასტროფა. ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი მანევრირების გაუმჯობესების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა იყო. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.