რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ბოდიშს უხდის. განცხადებაში, რომელიც ონიანმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, ის ასევე ბოდიშს უხდის მეგობარს, რომლის მისმართითაც გააკეთა კომენტარი ფეისბუქპოსტზე, კოლეგებს პარტია ,,ქართული ოცნებიდან“, ასევე საკუთარ მეუღლეს.“ბოდიშს გიხდით, რადგან პატივს ვცემ ჟურნალისტის პროფესიას და ამაში ჩემი მეგობარი ჟურნალისტები დამეთანხმებიან. ბოდიშს გიხდით როგორც ქალს, რადგან როგორც მამაკაცი, ქალისათვის ბოდიშის მოხდაში ვერაფერს დამამცირებელს ვერ ვხედავ...- ნათქვამია განცხადებაში რომელიც ონიანმა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ცოტა ხნს წინ გამოაქვეყნა.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიასთანინტერვიუს ამსახველ პოსტს კომენტარის სახით მიაწერა - ,,ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის“, რასაც ონიანის მისამართით საზოგადოების ხრიდან მწვავე კომენტარები და შეფასებები მოყვა. მოგვიანებით ლევან ონიანმა განმარტა, რომ მას ამ კომენტარში ჟურნალისტი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია.