ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან ორს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა ორი ახალი ინფიცირებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მისი თქმით, აღნიშნული ორი შემთხვევიდან ერთი შიდა გადადებაა და ინფიცირების წყარო ცნობილია, ხოლო მეორე - გერმანიის კლასტერია. რაც შეეხება სხვა პაციენტებს სოლოღაშვილის თქმით, ძველ პაციენტებში გამოჯანმრთელების ტენდენცია შეინიშნება.