ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ახალი კორონაირუსის ინფექციით მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საავადმყოფოს კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის განცხადებით, არც ერთ მათგანს კლინიკური გართულება არ აღენიშნება.
საავადმყოფო დღეს კიდევ 7 პაციენტის ტესტის პასუხს ელოდება, ჯამში კი კლინიკას ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომების მქონე 16 პაციენტი ჰყავს.