ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, ამის შესახებ ბოჭორისშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალსყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამჟამად კლინიკაში 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ამასთან, კლინიკამ კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი მიიღო, რომელიც ბავშვია და ე.წ. მარნეულში დაინფიცირებულის ოჯახის წევრია.